- ჩემი ანგარიში (ექაუნთი)
- როგორ დავრეგისტრირდე?
დასარეგისტრირებლად დააჭირეთ „My Ici Paris”, შემდეგ ქვემოთ „რეგისტრაციას“ და შეავსეთ ველები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და სასურველი პაროლი. გაეცანით ჩვენს წესებს და მონიშნეთ, რომ ეთანხმებით და დააჭირეთ „რეგისტრაციას“. ან გაიარეთ ავტორიზაცია Google-ს ან Facebook-ის საშუალებით
- როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა ჩემი პაროლი?
პაროლის აღსადგენად დააჭირეთ "My Ici Paris” და ქვემოთ „პაროლის აღდგენას“, შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც მიიღებთ ახალ პაროლს, დააჭირეთ „პაროლის აღდგენას“ და თქვენთან გამოიგზავნება ახალი პაროლი, მისი საშუალებით გაიარეთ ავტორიზაცია
2. შეკვეთა და გადახდა
- როგორ შევუკვეთო?
შესაკვეთად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ყველა პროდუქცია და დაამატეთ კალათაში, ესტუმრეთ და დააჭირეთ „ანგარიშსწორებას“. შეავსეთ ველები: ქალაქი, მისამართი, სადაც გსურთ პროდუქციის მიღება, საფოსტო ინდექსი და ტელეფონის ნომერი, რომელზეც კურიერი დაგიკავშირდებათ. შემდეგ ისევ დააჭირეთ „ანგარიშსწორებას
- როგორ მოვიქცე, თუ პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა შეკვეთის დროს?
ანგარიშსწორებისას თუ შეგექმნათ პრობლემა პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შეამოწმეთ სწორად გაქვთ თუ არა შეყვანილი ბარათის მონაცემები, გადაამოწმეთ ბარათის გამოყენების ვადა ან დაუკავშირდით თქვენს ბანკირს ან სცადეთ სხვა ბარათით ანგარიშსწორება
- როგორ გავაუქმო შეკვეთა?
სტანდარტული შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ მანამ, სანამ პროდუქცია დატოვებს საწყობს. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოპერატორს.
ექსპრეს მიწოდების შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება არ ხდება
- როდის დამიბრუნდება გაუქმებული შეკვეთის თანხა?
გაუქმებული შეკვეთის თანხა მომხმარებელს დაუბრუნება შეკვეთის გაუქმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში
- ვიხდი თუ არა ადგილზე მიტანის საფასურს თბილისში/რეგიონში?
100 ლარის ზემოთ შენაძენზე ადგილზე მიტანა უფასოა თბილისში, ხოლო 100 ლარის ქვემოთ შენაძენზე მიტანის საფასური შეადგენს 5 ლარს.
რეგიონში მიწოდების საფასურია ნებისმიერ შენაძენზე- 10 ლარი
ექსპრეს მიწოდების საფასურია- 10 ლარი
- რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას თბილისში/რეგიონში?
თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიტანის დროა 2 სამუშაო დღე, ხოლო რეგიონში მიწოდება ხდება 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში
3. პროდუქცია
- შეიძლება თუ არა, შეფუთული მივიღო პროდუქცია?
შერჩეული პროდუქცია შეიძლება, მიიღოთ შეფუთული სურვილისამებრ, ამისათვის, შეკვეთის დროს შესაბამის ველში მიუთითეთ, რომ გსურთ შეფუთვა. შეფუთვა უფასოა
- შემიძლია თუ არა საჩუქრად გავაგზავნო პროდუქცია?
თქვენ შეგიძლიათ, საჩუქრად გაუგზავნოთ სხვა ადამიანს პროდუქცია, რომელიც იქნება შეფუთული, ასევე, შეგიძლიათ, მისალოცი ბარათიც დაურთოთ. ამისათვის, შეკვეთის დროს მიუთითეთ, რომ გნებავთ საჩუქრად გაგზავნა და ანგარიშსწორებისას მიუთითეთ მიმღების მისამართი და ტელეფონის ნომერი
4. პროდუქციის დაბრუნება/გაცვლა
- როგორ დავაბრუნო/გავცვალო პროდუქტი?
პროდუქტის დასაბრუნებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ოპერატორს, ან მოგვწერეთ ჩვენი საიტიდან
- რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება/გაცვლა?
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არის წუნდებული და აქვს რაიმე ხარვეზი. ან თუ მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება იმას, რაც შეუკვეთეთ
- როგორ მოვიქცე თუ პროდუქცია წუნდებულია?
თუკი პროდუქტს აქვს ხარვეზი/ წუნი, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი საიტიდან, ან დაუკავშირდეთ ოპერატორს
5. ქოლ ცენტრი
- როგორ მოვიქცე, თუ ოპერატორი დაკავებულია და ვერ ვუკავშირდები?
თუკი ოპერატორი დაკავებულია და ვერ უკავშირდებით, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ თქვენს გამოტოვებულ ზარს და დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით, ან შეგიძლიათ, ჩვენი საიტიდან დაუკავშირდეთ ონლაინ კონსულტანტს და მიიღოთ დახმარება
- მივიღებ თუ არა დახმარებას არასამუშაო საათების დროს?
თუკი თქვენ დაგვიკავშირდებით არასამუშაო საათებში, თქვენი ზარი უყურადღებოდ არ დარჩება. შეგიძლიათ, დაგვიტოვოთ ხმოვანი შეტყობინება და სამუშაო საათებში ჩვენი ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ
- შემიძლია თუ არა გავაფორმო შეკვეთა ქოლ ცენტრით?
თუკი საიტის საშუალებით ვერ ახერხებთ სასურველი პროდუქციის თავად გამოწერას, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ოპერატორი დაგეხმარებათ საიტიდან გამოწერაში
6. ფასდაკლების ბარათები
- როგორ მივიღო ფასდაკლების ბარათი?
ჩვენთან ფასდაკლების ბარათის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შენაძენზე, რომლითაც შემდგომში ისარგებლებთ მუდმივად.
- აქვს თუ არა ვადა ფასდაკლების ბარათს?
ჩვენი ფასდაკლების ბარათი არის მუდმივი და ვადა არ გასდის
- რამდენ პროცენტიანია ფასდაკლების ბარათი?
როდესაც გახსნით ფასდაკლების ბარათს, ის არის 5%-იანი, აუცილებელია, ყოველი შენაძენის დროს გაატაროთ, რათა დააგროვოთ თანხა. მას შემდეგ, რაც დაგროვილი თანხა გახდება 1000 ლარის ოდენობის, თქვენი ფასდაკლება გადაიცვლება 10%-იან ფასდაკლებად. ხოლო 3000 ლარის დაგროვების შემდგომ, გახდება მუდმივად 20%-იანი
- როგორ მოვიქცე, თუ დავკარგე ფასდაკლების ბარათი?
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიაკითხოთ ისი პარის ნებისმიერ ფილიალს და აღადგინოთ, ან შეგიძლიათ, პირადი ნომრის საშუალებით გაატაროთ და ისარგებლოთ ყოველ ჯერზე
- აუცილებელია, მუდმივად ვატარო ფასადაკლების ბარათი?
ფასდაკლების ბარათის ტარება აუცილებელი არ არის. მისი გამოყენება შეგიძლიათ პირადი ნომრის საშუალებითაც, ან უშუალოდ ბარათის კოდის ზეპირი კარნახით ან გადმოწერეთ აპლიკაცია „მულტი“, რომელშიც მუდმივად გექნებათ შენახული ჩვენი ბარათი
- ფასდაკლებულ პროდუქტზე უნდა გავატარო თუ არა ბარათი?
ფასდაკლებულ პროდუქტს თქვენი ბარათით დამატებით თანხა აღარ აკლდება, თუმცა აუცილებელია, გავატაროთ, რათა დავაგროვოთ თანხა ბარათზე უფრო მაღალ ფასადაკლების პროცენტში გადასაცვლელად
7. სასაჩუქრე ვაუჩერები
- რამდენი ხანი აქვს ვადა სასაჩუქრე ვაუჩერს?
ისი პარის სასაჩუქრე ვაუჩერის ვადა არის გაცემის დღიდან 3 წელი
- როგორ მოვიქცე, თუ სასაჩუქრე ვაუჩერს ვადა გაუვიდა?
ვადაგასული ვაუჩერით სარგებლობა აღარ არის შესაძლებელი და მიაქციეთ ყურადღება, რომ 3 წელი აქვს ზუსტად ვადა
- როგორ მოვიქცე თუ დავკარგე სასაჩუქრე ბარათი?
სასაჩუქრე ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეგვატყობინეთ, რათა დავბლოკოთ და ვერ შეძლოს უცხო პირმა გამოყენება. უნდა იქონიოთ ჩეკი, რომლითაც ის შეიძინეთ და დაწეროთ განცხადება
- საჭიროა თუ არა, ვინმეს სახელზე გაფორმდეს სასაჩუქრე ბარათი?
სასაჩუქრე ვაუჩერში იწერება მხოლოდ თანხა და გაცემის დრო/ადგილი. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს
- შემიძლია თუ არა, ნაწილ-ნაწილ გამოვიყენო ვაუჩერის თანხა?
ვაუჩერის თანხა აუცილებლად ერთ ჯერზე უნდა გამოვიყენოთ. ნაწილის გამოყენება და ნაწილის შენახვა არ შეიძლება
- შემიძლია, თუ არა თანხა დავამატო სასაჩუქრე ვაუჩერს?
დიახ, სასაჩუქრე ვაუჩერზე შეგიძლიათ ნებიმისმიერი ოდენობის თანხის დამატება
- ვაუჩერის გამოყენება შემიძლია ფასდაკლებულ პროდუქტზე?
დიახ, ვაუჩერის განაღდება ფასდაკლებულ პროდუქტზეც შეგიძლიათ
- შევიძენ თუ არა ვაუჩერს ფასდაკლების ბარათის გამოყენებით?
ვაუჩერის შეძენა ფასდაკლებით არ არის შესაძლებელი, თუმცა ბარათს მაინც ვატარებთ ქულების დაგროვების მიზნით
8. სიახლეები/შეთავაზებები
- როგორ მივიღო ინფორმაცია სიახლეებსა და ფასდაკლებებზე?
სიახლეებსა და შემოთავაზებებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ესტუმროთ ჩვენს ვებ გვერდს, რომელზეც მუდმივად დაგხვდებათ განახლებული ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე ან სიახლეები გამოიწეროთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე და პერსონალურად მიიღოთ ინფორმაცია ყველა აქციასა და სიახლეზე.