1. ჩემი ანგარიში (ექაუნთი)
დასარეგისტრირებლად დააჭირეთ „My Ici Paris”, შემდეგ ქვემოთ „რეგისტრაციას“ და შეავსეთ ველები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და სასურველი პაროლი. გაეცანით ჩვენს წესებს და მონიშნეთ, რომ ეთანხმებით და დააჭირეთ „რეგისტრაციას“. ან გაიარეთ ავტორიზაცია Google-ს ან Facebook-ის საშუალებით.
პაროლის აღსადგენად დააჭირეთ "My Ici Paris” და ქვემოთ „პაროლის აღდგენას“, შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც მიიღებთ ახალ პაროლს, დააჭირეთ „პაროლის აღდგენას“ და თქვენთან გამოიგზავნება ახალი პაროლი, მისი საშუალებით გაიარეთ ავტორიზაცია.
2. შეკვეთა და გადახდა
შესაკვეთად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ყველა პროდუქცია და დაამატეთ კალათაში, ესტუმრეთ და დააჭირეთ „ანგარიშსწორებას“. შეავსეთ ველები: ქალაქი, მისამართი, სადაც გსურთ პროდუქციის მიღება, საფოსტო ინდექსი და ტელეფონის ნომერი, რომელზეც კურიერი დაგიკავშირდებათ. შემდეგ ისევ დააჭირეთ „ანგარიშსწორებას“.
ანგარიშსწორებისას თუ შეგექმნათ პრობლემა პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შეამოწმეთ სწორად გაქვთ თუ არა შეყვანილი ბარათის მონაცემები, გადაამოწმეთ ბარათის გამოყენების ვადა ან დაუკავშირდით თქვენს ბანკირს ან სცადეთ სხვა ბარათით ანგარიშსწორება.
სტანდარტული შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ მანამ, სანამ პროდუქცია დატოვებს საწყობს. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოპერატორს. ექსპრეს მიწოდების შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება არ ხდება.
გაუქმებული შეკვეთის თანხა მომხმარებელს დაუბრუნება შეკვეთის გაუქმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
100 ლარის ზემოთ შენაძენზე ადგილზე მიტანა უფასოა თბილისში, ხოლო 100 ლარის ქვემოთ შენაძენზე მიტანის საფასური შეადგენს 5 ლარს. რეგიონში მიწოდების საფასურია ნებისმიერ შენაძენზე - 10 ლარი. ექსპრეს მიწოდების საფასურია - 10 ლარი.
თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიტანის დროა 2 სამუშაო დღე, ხოლო რეგიონში მიწოდება ხდება 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. პროდუქცია
შერჩეული პროდუქცია შეიძლება, მიიღოთ შეფუთული სურვილისამებრ, ამისათვის, შეკვეთის დროს შესაბამის ველში მიუთითეთ, რომ გსურთ შეფუთვა. შეფუთვა უფასოა.
თქვენ შეგიძლიათ, საჩუქრად გაუგზავნოთ სხვა ადამიანს პროდუქცია, რომელიც იქნება შეფუთული, ასევე, შეგიძლიათ, მისალოცი ბარათიც დაურთოთ. ამისათვის, შეკვეთის დროს მიუთითეთ, რომ გნებავთ საჩუქრად გაგზავნა და ანგარიშსწორებისას მიუთითეთ მიმღების მისამართი და ტელეფონის ნომერი.
4. პროდუქციის დაბრუნება/გაცვლა
პროდუქტის დასაბრუნებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ოპერატორს, ან მოგვწერეთ ჩვენი საიტიდან.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის წუნდებული და აქვს რაიმე ხარვეზი. ან თუ მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება იმას, რაც შეუკვეთეთ.
თუ პროდუქტს აქვს ხარვეზი/წუნი, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი საიტიდან, ან დაუკავშირდეთ ოპერატორს.
5. ქოლ ცენტრი
თუკი ოპერატორი დაკავებულია და ვერ უკავშირდებით, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ თქვენს გამოტოვებულ ზარს და დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით, ან შეგიძლიათ, ჩვენი საიტიდან დაუკავშირდეთ ონლაინ კონსულტანტს და მიიღოთ დახმარება.
თუკი თქვენ დაგვიკავშირდებით არასამუშაო საათებში, თქვენი ზარი უყურადღებოდ არ დარჩება. შეგიძლიათ, დაგვიტოვოთ ხმოვანი შეტყობინება და სამუშაო საათებში ჩვენი ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ.
თუკი საიტის საშუალებით ვერ ახერხებთ სასურველი პროდუქციის თავად გამოწერას, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ოპერატორი დაგეხმარებათ საიტიდან გამოწერაში.
6. ფასდაკლების ბარათები
ჩვენთან ფასდაკლების ბარათის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შენაძენზე, რომლითაც შემდგომში ისარგებლებთ მუდმივად.
ჩვენი ფასდაკლების ბარათი არის მუდმივი და ვადა არ გასდის.
როდესაც გახსნით ფასდაკლების ბარათს, ის არის 5%-იანი, აუცილებელია, ყოველი შენაძენის დროს გაატაროთ, რათა დააგროვოთ თანხა. მას შემდეგ, რაც დაგროვილი თანხა გახდება 1000 ლარის ოდენობის, თქვენი ფასდაკლება გადაიცვლება 10%-იან ფასდაკლებად. ხოლო 3000 ლარის დაგროვების შემდგომ, გახდება მუდმივად 20%-იანი.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიაკითხოთ ისი პარის ნებისმიერ ფილიალს და აღადგინოთ, ან შეგიძლიათ, პირადი ნომრის საშუალებით გაატაროთ და ისარგებლოთ ყოველ ჯერზე.
ფასდაკლების ბარათის ტარება აუცილებელი არ არის. მისი გამოყენება შეგიძლიათ პირადი ნომრის საშუალებითაც, ან უშუალოდ ბარათის კოდის ზეპირი კარნახით ან გადმოწერეთ აპლიკაცია „მულტი“, რომელშიც მუდმივად გექნებათ შენახული ჩვენი ბარათი.
ფასდაკლებულ პროდუქტს თქვენი ბარათით დამატებით თანხა აღარ აკლდება, თუმცა აუცილებელია, გავატაროთ, რათა დავაგროვოთ თანხა ბარათზე უფრო მაღალ ფასადაკლების პროცენტში გადასაცვლელად.
7. სასაჩუქრე ვაუჩერები
ისი პარის სასაჩუქრე ვაუჩერის ვადა არის გაცემის დღიდან 3 წელი.
ვადაგასული ვაუჩერით სარგებლობა აღარ არის შესაძლებელი და მიაქციეთ ყურადღება, რომ 3 წელი აქვს ზუსტად ვადა.
სასაჩუქრე ვაუჩერის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეგვატყობინეთ, რათა დავბლოკოთ და ვერ შეძლოს უცხო პირმა გამოყენება. უნდა იქონიოთ ჩეკი, რომლითაც ის შეიძინეთ და დაწეროთ განცხადება.
სასაჩუქრე ვაუჩერში იწერება მხოლოდ თანხა და გაცემის დრო/ადგილი. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
ვაუჩერის თანხა აუცილებლად ერთ ჯერზე უნდა გამოვიყენოთ. ნაწილის გამოყენება და ნაწილის შენახვა არ შეიძლება.
დიახ, სასაჩუქრე ვაუჩერზე შეგიძლიათ ნებიმისმიერი ოდენობის თანხის დამატება.
დიახ, ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ფასდაკლებულ პროდუქტზეც.
ვაუჩერის შეძენა ფასდაკლებით არ არის შესაძლებელი, თუმცა ბარათს მაინც ვატარებთ ქულების დაგროვების მიზნით.
8. სიახლეები/შეთავაზებები
სიახლეებსა და შემოთავაზებებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ესტუმროთ ჩვენს ვებ გვერდს, რომელზეც მუდმივად დაგხვდებათ განახლებული ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე ან სიახლეები გამოიწეროთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე და პერსონალურად მიიღოთ ინფორმაცია ყველა აქციასა და სიახლეზე.