მენიუ

საიტის მოხმარების წესები და პირობები

ისი პარი-ს ვებ გვერდის საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია „ისი პარი“-ს ონლაინ მაღაზიაში. 

ვებ გვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს, დაიცვას ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების პირობები. გთხოვთ, ვებ გვერდზე რეგისტრაციამდე და პროდუქციის შეკვეთის განხორციელებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ხელშეკრულებას, მათ შორის მოხმარების წესებსა და პირობებს (შემდგომში – „წესები და პირობები”).  თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს, ნუ ისარგებლებთ ვებ გვერდით iciparis.ge. 

 

შესავალი

ერთი მხრივ, შპს „პრესტიჟი“ – შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ისი პარი“ და მეორე მხრივ, „მომხმარებელი“ თანხმდებიან, დადონ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, Iciparis.ge -ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის  გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ასევე, ანგარიშის დახურვა.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ისი პარი თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს ვებ-გვერდის მეშვეობით, მუშავდება წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ისი პარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების/გაცვლის პოლიტიკას.

ისი პარი-ს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

 

  1. ტერმინთა განმარტება

1.1.  ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:

1.1.1.  ანგარიში -  მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე iciparis.ge რეგისტრირებული ანგარიში;

1.1.2.  ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3. მომხმარებელი - „ისი პარი“-ს სისტემაში, რეგისტრირებული იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელსაც სურს, მიიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება.  

1.1.4. მხარეები - ნიშნავს „ისი პარი“-ს და მის მომხმარებელს

1.1.5. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

1.1.6 ვებ-გვერდი - „ისი პარი“-ს ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქციის შეთავაზება.

1.1.7.  ხელშეკრულება - ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულებას, ნებისმიერ სხვა წესთანან და პირობასთან და მის შესაბამის დანართთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.1.8.  უნივერსალური იდენტიფიკატორები - ნიშნავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს პირის ვალიდურობას: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი..ა.შ.

1.1.9.  წვდომის კოდ(ებ)ი - წვდომის კოდში იგულისხმება ის დამატებით კოდები, რომელიც საჭიროა სისტემაში შესასვლელად, მაგ: მეილზე ან მობილურის ნომერზე გადმოგზავნილი დამადასტურებელი კოდი.

 

  1. ისი პარი-ს ვებ-გვერდზე შეკვეთის განხირციელებისას მომხმარებელი:

2.1. ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი (18 წლის ან მეტის)

2.2. გაეცნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს, და ადასტურებს, რომ ეს პირობები მისთვის მისაღებია.

2.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. იღებს პასუხისმგებლობას მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი, ისევე, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების გასაფორმებლად და მისი შემდგომი შესრულებისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, არის/იქნება უტყუარი  და ზუსტი.

2.5.  მისი ქმედება არ იქნება მიმართული ისი პარის ან ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ.

2.6. არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში და პირადი ანგარიშის გახსნისას და, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პეროდის განმავლობაში, მისი საქმიანობა შესაბამისობაში არის და იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.7. არ განახირციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდგება საქართველოს ან/და საერთაშორისო კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას. 

2.8. იძლევა გარანტიას, რომ ის Visa და Mastercard ბარათი, რომელსაც ასახავს შეკვეთის გაკეთებისას, არის მისი პირადი საკუთრება

2.9. დაიცავს ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს.

2.10. არ განახორციელებს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისათვის, ვებ-გვერდის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.

2.11. არ წარმოადგენს თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს

2.12. არ განახორციელებს ისეთ მოქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას

2.13. კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებითა და მისი დანართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაკისრ ვალდებულებებს;

2.14. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, iciparis.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.15. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ისი პარის ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.16. ისი პარი  ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ისი პარი-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

2.2.ისიპარი:

2.2.1. იცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.

2.2.2. იცავს შეკვეთის და გადახდის დეტალებს და მათ კონფიდენციალურობას

2.2.3.ხელშეკრულებაში არსებული ვადების დაცვით მიაწვდის მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას მითითებულ მისამართზე.

2.2.4.არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

 

  1. შეკვეთის გაფორმება და შეძენა

3.1. ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვებ-გვერდზე iciparis.ge რეგისტრაციის შემდეგ.

3.2. შეკვეთების განხორციელება შეუძლია iciparis.ge -ს სისტემაში რეგისტრირებულ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ნებისმიერი იურიდიულ ან/და 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.

3.3. iciparis.ge-ს სისტემაში დასარეგისტრირებლად მომხმარებელმა ზუსტად და სრულყოფილად უნდა შეავსოს ველებში მითითებული შესაბამისი მონაცემები და დაეთანხმოს შეკვეთის განხორციელების პირობებს. მომხმარებლის მიერ „ვეთანხმები“-ს ველის მონიშვნის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს და მის შესაბამის დანართებს (ასეთის არსებობობის შემთხვევაში)

3.4. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში შეკვეთის სარგებლობისათვის შეიქმნება მომხმარებლის პერსონალური გვერდი (შემდგომში - „პერსონალური გვერდი“). „პერსონალური გვერდით“ სარგებლობისათვის შემკვეთს გადაეცემა „მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“. „მომხმარებლის სახელი“ შეიძლება იყოს ელ.ფოსტა, მობილურის ნომერი, ფეისბუქით ან გუგლით გავლილი ავტორიზაცია.  „პერსონალური გვერდის“ საშუალებით მომხმარებელი შეძლებს „პაროლის“ კორექტირებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას.  მომხმარებელს წვდომა აქვს „ისი პარი“-ს ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს და გააუქმოს მის მიერ „ისი პარი“-ს ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.  

3.5. შეკვეთის განხორციელებისათვის  მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი (მიუთითოს ზომა, ფერი, რაოდენობა და ა.შ თუ ეს შესაძლებელი და/ან სავალდებულოა), დააჭიროს ღილაკს ,,ყიდვა“, აირჩიოს სავალდებულო ველები და დაადასტუროს შეკვეთა დასტურის ღილაკზე დაჭერით.
3.6. შეკვეთის განხორციელების შემდეგ ნივთის ფასი და ტრანსპორტირების ღირებულებას ავტომატურად გადაერიცხება კომპანიას.
3.7. თუ გამონაკლის შემთხვევებში, ნივთი არ მიეწოდა ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში მომხმარებელს, მომხმარებელმა უნდა აცნობოს ამის შესახებ შემსრულებელს.

3.8. თუ 3.7 პუნქტში მითითებულ დროში არ მოხდა დაკავშირება წერილობითი ფორმით ვებ-გვერდზე ნივთის  არ მიწოდების შესახებ, შემსრულებელს უფლება აქვს არ განიხილოს დაგვიანებით მიღებული საჩივარი პროდუქციის დაკარგვასთან დაკავშირებით.
3.9. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, დაბრუნებული თანხა აისახება ვებ გვერდზე დაფიქსირებული მომხმარებლის ბარათის ანგარიშზე.

3.10. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, გარდა მეპატრონისა/მომხმარებლისა.

3.11. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას და მის შესაბამის დანართებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.12. პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმება ფორმდება მომხმარებელსა და ისი პარის შორის

ისიპარი უფლებას იტოვებს, პერიოდულად შეცვალოს ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები. ჩამონათავლის და ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქტებზე.
პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი ფასი გამოჩნდება ვებ გვერდზე შეკვეთის გაფორმების დროს.

იმისთვის, რომ ნახოთ შერჩეული პროდუქტის/პროდუქტების ჯამური ღირებულება, გახსენით კალათის გვერდი.

შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლიან გადახდის საშუალებით Visa ან Mastercard ბარათებით.

Visa / Mastercard ბარათით გადახდისას საჭიროა შეკვეთის გაკეთების დროს, გადახდის ღილაკის დაჭერის შემდგომ შეიყვანთ თქვენი ბარათის მონაცემებს და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. გადახდის პროცესი აბსოლუტურად დაცულია. მომსახურების ან სხვა სახის საკომისიო არ გეჭრებათ.

ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი (საჭიროების შემთხვევაში), მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.

მომხმარებლის მხრიდან დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს  

მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე,  იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. ისი პარი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.

თქვენ/მომხმარებელი თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ „გასვლა“-ის ფუნქცია როდესაც დატოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

3.21.  მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს iciparis.ge -ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია  საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.  აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.

3.22.  პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას iciparis.ge -ს ინტერესები და აუნაზღაუროს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;

3.23.  მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. iciparis.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. iciparis.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

 

  1. სპეციფიკური პირობები

    4.1. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები თუ იგი აღნიშნულს გამოაქვეყნებს პერსონალურ გვერდაზე ან ვებ-გვერდზე. შემკვეთის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომი მოთხოვნა ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე მის თანხმობად.
    4.2. მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე გაიგზავნოს საინფორმაციო და სარეკლამო შინაარსის შეტყობინებები; მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ამგვარი მასალების მიღებაზე შესაბამის ველში მონიშვნით;
    4.3. მომხმარებელი უფლებას აძლევს კომპანიას გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები ან გააცნოს იგი მომსახურების პროცესში ჩართულ სხვა პირებს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს.
    4.4. შემსრულებელს უფლება აქვს თავის შეხედულებისამებრ ნებისმიერი შეტყობინება შემკვეთს გაუგზავნოს ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან/და პერსონალურ გვერდზე, ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით. ამ წესით გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას გააჩნია იურიდიული ძალა.
    4.5. მხარეები თანხმდებიან რომ ნებისმიერი სახის ელექტრონულ დოკუმენტს ან/და ელექტრონული სახის ინფორმაციას/ჩანაწერს გააჩნია იურიდიული ძალა, თუ იგი განხორციელებულია ვებ-გვერდის, პერსონალური გვერდის ან/და შემკვეთის ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
    4.6. მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე დარეგისტრირება ნიშნავს რომ მომხმარებლისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების პირობები და იგი ეთანხმება მათ.

 

 

  1. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

5.1.  მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;

5.2.  პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, iciparis.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.  პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.

5.3.  მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.4.  მომხმარებლის პირადი ნომერი / საიდენტიფიკაციო ნომერი;

5.5.  მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.

5.6.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ისი პარიმ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

 

  1. 6მიმოხილვაკომენტარების დატოვებაკომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

 

6.1. მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამაქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არარის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის 'სპამი'-ს შემცველი.

6.2. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო ისი პარს-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.)
6.3. ისი პარის ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას „ისი პარი“-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავედროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ვტორს.

 

  1. ავტორიზაცია

7.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.     

7.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის სახელით (login) და მისივე შერჩეული პაროლით (password)

 

  1. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევაშეკვეთის განთავსება,ყიდვამიღება და ტრანზაქციის გაუქმების პირობები

8.1.  ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

8.2.  ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

8.3.  მომხმარებელი  „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.

8.4.  პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8.5.  მომხმარებელი iciparis.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.

8.6. მომხმარებლის მიერ iciparis.ge პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც მომხმარებელი განახორციელებს ანგარიშსწორებას და ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგლას ჩაბარდება.

8.7. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება.

8.8. თუ კომპანია გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციას, კომპანია ვალდებულია  მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის გაუქმებამდე. 

8.9. მომხმარებელი iciparis.ge -სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

8.9.1. VISA ან MASTERCARD ბარათით iciparis.ge -ს საიტზე ანგარიშსწორების გზით. 

8.9.2. ონლაინ განვადებით. 

8.9.3. ინვოისის საფუძველზე თანხის გადმორიცხვით

8.10. ვებ გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  

დღის 16:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება თბილისის მასშტაბით ხორციელდება მეორე დღის ბოლომდე. 16:00 -ის შემდეგ განხორციელებული შეკვეთის მიწოდება ხდება 2 სამუშაო დღის ვადაში.  რეგიონებში პროდუქციის მიწოდება ხორციელდება 3-დან 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 სტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში- 100 ლარამდე შენაძენზე მიტანის საფასურია 5 ლარი, 100 ლარიდან ზემოთ შენაძენზე მიტანა უფასოა;

8.11. ისი პარი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ომხმარებელს პროდუქცია მის მიერ შეკვეთის გაკეთებისას მითითებულ მისამართზე.

8.12.არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ რეალურ მისამართზე განხორციელდეს მეორედ, ხოლო მიწოდების გაზრდილი საფასურის შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს გაზრდილი საფასური.

8.13.მიტანის სერვისის საფასური  ავტომატურად ემატება კალათაში პროდუქციის შეძენისას.

8.14.კომპანია უფლებამოსილებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ გვერდზე მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

9.1. iciparis.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;

9.2. იმ შემთხვევაში, თუ ისიპარი განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

9.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს iciparis.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.

 

  1. გარანტიები

10.1.  ისიპარი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, და სერთიფიკატს  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციისათვის; პროდუქტის რეალიზაციისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს; პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის სტანდარტებს.

 

  1. პასუხისმგებლობისშეზღუდვა

11.1. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ისიპარის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით. თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებ გვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებ გვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკებზე iciparis.ge არ იღებს პასუხისმგებლობას.

11.2. ისი პარის არ ეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას კომპანიისგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.

11.3. დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია იყოს უშეცდომო. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ შეცდომაზე ან უზუსტობაზე, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ვებ გვერდზე. ჩვენ, აგრეთვე, მუდმივად ვეცდებით, ყურადღება დავუთმოთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებისას, თქვენ არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვებ გვერდი და სერვერი, რომელზეც ის არის განთავსებული, იქნება ტექნიკური პრობლემების გარეშე.

11.4.iciparis.ge  პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება კომპანიის შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში, შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს თანხა უბრუნდება

11.5.ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ iciparis.ge ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლა.

ჩვენი საიტი იყენებს SSL უსაფრთხოების სერთიფიკატს, ამიტომ ვებ გვერდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ჩვენ ვებ გვერდის ფუძე მისამართი არის https://iciparis.ge  

11.6.  ისი პარი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის.

11.7. ისი პარი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. ისი პარი არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.

11.8. თქვენ ადასტურებთ, რომ ისი პარი არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.

11.9. ისი პარი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

11.10. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

11.11. ისი პარი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.(მაგ. თანხა ჩამოეჭრა მომხმარებელს, თუმცა კომპანიას არ ჩაერიცხა).

11.12. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

11.13. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით; ამასთანთუ კომპანია პასუხმგებელი აღმოჩნდა მომხმარებლის წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. iciparis.ge არ არის პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის მომხმარებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე.

 

  1. კომერციული გარანტია

 

თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ :

მომხმარებელმა შეკვეთა გააუქმა პროდუქციის საწყობიდან გატანამდე. ასეთ შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში.

მომხმარებლის მიერ მიღებული პროდუქტი არ შეესაბამება ვებ გვერდზე განთავსებულ პროდუქციას, ან/და პროდუქტი მიღებისას დაზიანებულია. მომხმარებელი პროდუქტის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდეს კომპანიას და აცნობოს დაზიანებული პროდუქტის შესახებ.  კომპანიის წარმომადგენელი განიხილავს პრეტენზიას  5 სამუშაო დღის ვადაში.  პროდუქციაზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს თანხა ანაზღაურდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ  იმ შემთხვევაში თუ  მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის მიწოდება შეუძლებელია.

ისი პარი იტოვებს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა არსებითი პრობლემის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად: კურიერის მომსახურება შეზღუდულია, ამოწურულია მარაგი და ა.შ.) და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ გვერდზე მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა და დაუძლეველი ძალა.


13.1. მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და სრულად, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
13.2. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაჯეროვნად შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, მათ შორის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
13.4. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომელთა დადგომა, ზემოქმედების თავიდან აცილება დაგადალახვა მხარეებს არ ხელეწიფებოდათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, ავია კატასტროფა, ხანძარი, ავარია, ემბარგო, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს, და სხვა გარემოებები.
13.5. მხარე, რომელიც მიუთითებს დაუძლეველი ძალის გარემოებაზე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ ფარგლებში, რომლებშიც მას ხელი შეუშალეს დაუძლეველი ძალით გამოწვეულმა გარემოებებმა. ამასთან, იგი არ თავისუფლდება ამ ხელშეკრულების იმ სხვა ვალდებულებათა შესრულებისგან, რომელთა შესრულებასაც ხელს არ უშლის დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებები.

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა


14.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს შემკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ვადით;
14.2. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ცალმხრივად, ნებიმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა უნდა გაასწორონ ანგარიში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მოშლის/შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებული არ არის განუმარტოს მეორე მხარეს, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების მოტივი.
14.3. თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად თუ მეორე მხარე არღვევს დაკისრებულ მოვალეობებს და შესაბამისმა მხარემ განუსაზღვრა მას გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო დამრღვევმა მხარემ ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში დარღვევის გამოსწორება. 

 

  1. დასკვნითი ნაწილი

15.1. წინამდებარე ხელშეკრულება და მისი შესაბამის დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასევე ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან მოქმედებს და აგებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ხელშეკრულების ორივე მხარე შესაბამისად ემორჩილება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.

15.2. მხარეთა მიერ, პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

15.3. კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე, პერსონალურ გვერდზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელ-ფოსტის მეშვეობით მიწოდებული და მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად და განიხილება მასთან ერთად.
15.4. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.
15.5.  ყველა იმ საკითხის რეგულირების მიზნით, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

15.6. წინამდებარე ხელშეკრულება მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან/დანართებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

  

  1. ნივთის შეძენა და მიღების წესი

16.1. მომხმარებელი iciparis.ge -ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.

16.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:

ა) თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;

ბ) მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.

16.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, ისიპარის უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, რათა ისი პარიმ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.

16.4. წინამდებარე პუნქტში აღწერილი წესი მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენილი პროდუქტის მიმართ.

16.5. მომხმარებელის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ისიპარის მიერ ხდება მხოლოდ მომხმარებელზე.

 

 

  1. გარდამავალი დებულებები

17.1. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ისი პარის მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ისი პარი  მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

17.2. მომხმარებელი,  ისი პარისთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

17.3. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ისიპარის იურიდიული მისამართი;

17.4. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;  

 

 

  1. კონფიდენციალურობა

18.1. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა

აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ვრცელდება „ ვებ-გვერდთან (www.ebg.ge) დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებზე. ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიზანია დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია. აქ მოყვანილი პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესების მიხედვით. ვებ-გვერდის ადმინისტრაციას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები აღნიშნულ წესებში ან მის ნებისმიერ ნაწილში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მას შემდეგ რაც მომხმარებელი კვლავ გამოიყენებს ვებ-გვერდს, აღნიშნული მოქმედება ჩაითვლება ცვლილებებსა და დამატებებზე თანხმობად.

 ინფორმაციის შეგროვება

ინფორმაციის შეგროვება ხდება როდესაც თქვენ რეგისტრიდებით საიტზე (www.ebg.ge) . როდესაც თქვენ მოიხმართ საიტს რეგისტრაციის გარეშე არ ხდება პირადი ინფორმაციის შეგროვება.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის მონაცემები კონკრეტული მომხარებლის იდენტიფიცირებისთვის. როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გარკვეულ აქტივობას ვებ-გვერდზე, მაგალითად (რეგისტრირდება, უკვეთავს პროდუქტს და ა.შ.) შეიძლება ვებ-გვერდის ადმნისიტრაციის მიერ მოთხოვნილ იქნეს პირადი ინფორმაცია. აკრძალულია აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება გარდა შემდეგი შემთხვევებისა: გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია რათა, მოვახდინოთ თქვენი უზრუნველყოფა პროდუქტებითა და მომსახურებით, განვავითაროთ ვებ-გვერდი, გავაუმჯობესოთ საქმიანობა, დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებები; აღვმოფხვრათ ხარვეზები, ეფექტურად გადავწყვიტოთ დავა, დაგიკავშირდეთ თქვენ,აღვასრულოთ ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულება, დავიცვათ კანონმდებლობა.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

ინფორმაცია რომლის საშუალებითაც არ ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება არის არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, შესაბამისად ვებ-გვერდის ადმნისტრაციას უფელბა აქვს გააზიაროს ასეთი ინფორმაცია სხვა პირებთან და კომპანიებთან შეხედულებისამებრ.

პირადი ინფორმაციის კონტროლი

თქვენ ვალდებული ხართ პირადი საიდნეტიფიკაციო მონაცმემების ცვლილებების შემთხვევაში, დროულად შეცვალოთ ეს ინფრომაცია ვებ-გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს იმ ზიანზე რომელიც თქვენ მოგადგებათ.

ინფორმაციის უსაფრთხოება

თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფოსტის და დაშიფრული პაროლის მეშვეობით. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით უნდა გაუფრთხილდეთ და არ გაავრცელოთ პაროლი.

Cookies

ჩვენი სისტემა იყენებს “Cookies” რაც, არის დაშიფრული კოდი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ბრაუზერის ხელახალი გახსნისას დარჩეს საიტზე ავტორიზებული.

მობილურის შემთხვევაში 

მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ ისი პარი'-ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარეობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.

ელექტრონული ფოსტა

ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.

 სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია

ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

სხვა ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

აღნიშნული წესები ვრცელდება მხოლოდ “iciparis.ge”-ს ვებ გვერდზე. როდესაც გადადიხართ სხვა ვებ გვერდზე “iciparis.ge”-ს ვებ გვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით, უნდა ისარგებლოთ შესამბამისი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის წესებით.