საზაფხულო წამახალისებელი გათამაშება!
ნებართვის ნომერი: N 19-03/520
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, 2024 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით „ისი პარის“ ქსელში/დისტანციურად პროდუქციის შეძენისას/მომსახურების მიღებისას ყოველ გატარებულ ტრანზაქციაზე მომხმარებელი მიიღებს თითო ბილეთს. მომხმარებელს გადაეცემა ბილეთი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე. დაიბეჭდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ცალი ბილეთი ნუმერაციით 00 001-დან 50 000-ის ჩათვლით. ისინი გაიცემა 2024 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ისი პარის“ ქსელში/დისტანციურად პროდუქციის შეძენისას/მომსახურების მიღებისას. მომხმარებელი ბილეთს მიიღებს შემდეგი პრინციპით: თითო ტრანზაქცია-თითო ბილეთი. ბილეთები დამზადებულია სტამბური წესით, ბილეთებზე დატანილია გაყალბებისაგან დამცავი ნიშნები: 1. გოლიოშური ბადე, 2. სპეციალური მანათობელი საღებავი, 3. ბილეთების ნუმერაცია, ასევე, დატანილია გადასაფხეკი ველი. წამახალისებელი გათამაშება მოეწყობა „ისი პარი“-ს ქსელის ყველა მაღაზიაში. გათამაშების ერთი ბილეთით მომხმარებელს ექნება შანსი მოიგოს ერთი პრიზი, შემდეგი პრინციპით: ყოველ ბილეთს დატანილი ექნება გადასაფხეკი ველი, რომელშიც მოგების შემთხვევაში იქნება პრიზის დასახელება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში წარწერა „მოგების გარეშე“.
მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის და პიროვნების იდენტიფიცირებადი დოკუმენტიდან ერთ-ერთის (პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის) წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.
ონლაინ მაღაზიაში, დისტანციურად ნივთის შეძენისას, მომხმარებელს კურიერი საქონელთან ერთად გადასცემს გადასაფხეკ ბილეთს. დისტანციურად შეძენინილი პროდუქციის შედეგად მიღებული ბილეთით მოგების შემთხვევაში, მომხმარებელი უკავშირდება კომპანიას შემდეგ ნომერზე: (+995) 32 220 17 18 და ათანხმებს მისთვის ხელსაყრელ ფილიალს, სადაც შეუძლია მიიღოს პრიზი, ხოლო ისი პარის ქსელში მიღებული ბილეთის გადასაფხეკ ველში მოგების დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელს მოგების მოთხოვნა შეუძლია იმ ფილიალში, სადაც გათამაშდა პრიზი.
მოგების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფილიალის წარმომადგენელი გათამაშების უწყისში შეიტანს მომხმარებლისა და მოგებული ბილეთის მონაცემებს (მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, მოგებული ბილეთის ნომერი და მოგება ბილეთზე).
გამარჯვებულს პრიზის მიღება შეუძლია დაუყოვნებლივ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრიზის მარაგი მოგების მომენტში ამოწურულია მაღაზიაში. მომხმარებლისთვის პრიზის დაუყოვნებლივ გადაცემის შემთხვევაში მოგებული ბილეთი რჩება კომპანიას, ხოლო გათამაშებული ნივთის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მოგებული ბილეთი რჩება გამარჯვებულ მომხმარებელს. მარაგის შევსების შემდგომ, პრიზები გაიცემა კანონით განსაზღვრულ ვადებში. პრიზი გაიცემა გათამაშების უწყისში დაფიქსირებულ გამარჯვებულზე, პიროვნების იდენტიფიცირებადი დოკუმენტიდან ერთ-ერთის (პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის) და მოგებული ბილეთის წარდგენისას, რა დროსაც ბილეთს იტოვებს კომპანიის წარმომადგენელი. ბილეთის ნამდვილობისა და მონაცემთა შესაბამისობის შემთხვევაში მოხდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ, მოგებული პირის პიროვნების იდენტიფიცირებადი დოკუმენტის ასლის გადაღება და მოგებული ბილეთის მიღება, რის საფუძველზეც გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი.
გათამაშების შედეგები გათამაშების დასრულებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში გამოქვეყნდება ვებ. გვერდზე: www.iciparis.ge და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/OFFICIAL.ICIPARIS . ბილეთების გაცემა შეწყდება 2024 წლის 16 სექტემბერს. ბილეთის დაკარგვის ან არ წარმოდგენის შემთხვევაში პრიზი არ გაიცემა. პრეტენზიების განხილვის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 ოქტომბერი. მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი პრეტენზიის შინაარსი, (ასევე მოიწეროს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი) შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] ან/და წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს მისამართზე: თბილისი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 17ა პრეტენზიის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომპანია განიხილავს საჩივარს და მიიღებს შემდეგ გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთს: 1) საჩივრის დაკმაყოფილება; 2) საჩივრის არ დაკმაყოფილება; 3) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
გამარჯვებულებს პრიზის ნაცვლად ფული არ გადაეცემათ.